ს.ს.ი.პ. ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბროლოსნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის თეონა კურტანიძის პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თემა: როგორ გავაუმჯობესოთ მართლწერის
უნარები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში
ხაშური 2018/19 სასწავლო წელი.
სარჩევი
შესავალი--------------------------------------------------------------------3
თავი I
საკვლევი თემის მიმოხილვა------------------------------------------4
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის დასაბუთება-4
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის,
მასწავლებლისა და კოლეგებისათვის-6
თავი II კვლევის მიზნები და
ამოცანები------------------------------------6
2.1 კვლევის
კითხვები/ჰიპოტეზა---------------------------------------------------------------6
2.2 კვლევის მიზნები------------------------------------------------------------------------------6
2.3 კვლევის ამოცანა/ამოცანები-----------------------------------------------------------------6
2.2 კვლევის მიზნები------------------------------------------------------------------------------6
2.3 კვლევის ამოცანა/ამოცანები-----------------------------------------------------------------6
თავი III ლიტერატურის
მიმოხილვა-ანალიზი----------------------------7
თავი IV
კვლევის მეთოდოლოგია----------------------------------------------------8
4.1 კვლევის ეთიკა -------------------------------------------------------------------------------14
4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------------------- 17
4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------------------- 17
4.3 მონაცემთა შეგროვების
მეთოდები--------------------------------------------------------17
4.4 მონაცემთა ანალიზი-------------------------------------------------------------------------18
4.5 მონაცემთა ანალიზი
(სქემა)-----------------------------------------------------------------19
4.6 კვლევის ვადები-----------------------------------------------------------------------------20
თავი V ინტერვენციები------------------------------------------------------21
5.1 ინტერვენციების
დაგეგმვა-განხორციელება----------------------------------------------21
5.2 ინტერვენციების შეფასების
მეთოდები----------------------------------------------------21
თავი VI კვლევის
შედეგების ანალიზი-------------------------------------24
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების
ანალიზი------------------24
6.2 კვლევის შედეგების
ანალიზი----------------------------------------------------------------25
თავი VII
მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები--------------------26
ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------------27
შესავალი
აღნიშნული ნაშრომი
წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მასწავლებლის თეონა კურტანიძის მიერ ჩატარებული პრაქტიკული
კვლევის ანგარიშს.
მასში განხილულია
საკვლევ თემასთან
დაკავშირებული პრობლემები
და მისი
გამომწვევი მიზეზები.
კვლევა ეყრდნობა
სამეცნიერო ლიტერატურაში
არსებულ ინფორმაციას.
საქართველო, როგორც ევროსაბჭოს
წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა, სადაც შეუძლებელია
ინტეგრირება უცხოური ენების ცოდნის გარეშე, ამიტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული
სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ორი ან სამი უცხოური ენის სწავლას.
უცხოური ენის, კერძოდ,
ინგლისური ენის შესწავლა სასკოლო განათლების სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება.
მისი მიზნებია მოსწავლეს განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია, სამეტყველო უნარები
(მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი), განსხვავებული კულტურული ტექსტებისა და კონტექსტების
გაგების უნარი, გამოუმუშავდეს კომუნიკაციის უნარი სხვა კულტურის წარმომადგენლებთან.
დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად,
უცხოური ენის სწავლება შვიდი მიმართულებით გაიშლება, ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა,
ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება.
ასევე, სკოლაში უცხოური ენის სწავლება კონკრეტული ამოცანების გადაჭრასა და სხვადასხვა
ტიპის ცოდნის შეძენას ითვალისწინებს:
·
გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·
მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·
უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·
ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
·
წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა.
დღესდღეობით, უცხო ენების,
კერძოდ, ინგლისური ენის ცოდნა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მსოფლიოს მასახლეობის
უმეტესი ნაწილი ინგლისურად საუბრობს. უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს, ინტერნეტში
უფრო მეტ მასალაზე რომ მიგვიწვდებოდეს ხელი, ფილმების ყურებისას გვჭირდება ენის ცოდნა.
თითქმის ყველა სამსახური ინგლისური ენის ცოდნას ითხოვს.
ინგლისური ენის სწავლა
ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების
უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ. ასევე, ბევრი პროგრამა არსებობს, სადაც ძირითადი მოთხოვნაა
საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში.
ასე რომ, საქართველოში სულ უფრო იზრდება ინგლისური ენის
ცოდნის მოთხოვნილება და ის არა მხოლოდ პოპულარული, არამედ აუცილებელიც ხდება.
ნაშრომი
შედგება შვიდი თავისაგან.
თავი
I საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი
II კვლევის მიზნები და ამოცანები
თავი
III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
თავი
IV კვლევის მეთოდოლოგია
თავი
V ინტერვენციები
თავი
VI კვლევის შედეგები
თავი
VII მიგნებები, რეკომენდაციები,
ნაკლოვანებები
ბიბლიოგრაფია:
თავი I
საკვლევი თემის მიმოხილვა
1.1 საკვლევი
საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის
დასაბუთება;
ჩემი პედაგოგიურ პრაქტიკიდან
გამომდინარე, მე ყოველდღიურად ვაწყდები მართლწერასთან
დაკავშირებულ პრობლემებს მე-3 კლასში, სადაც 3 მოსწავლეა და განსაკუთრებით 2
მოსწავლეს უჭირს სიტყვების სწორად წერა და სასვენი ნიშნების სათანადოდ გამოყენება.
ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, საჭიროდ მივიჩნიე, რომ აუცილებელი იყო არსებული
პრობლემების აღმოფხვრა, რადგან მართლწერის უნარებთან დაკავშირებული პრობლემა
მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს საბაზო და საშუალო საფეხურებზე
ინგლისური ენის სრულყოფილად დაუფლებაში. სწორედ ამიტომ, ჩემი კვლევის მიზანს
წარმოადგენს სიტყვებისა და სასვენი ნიშნების არასწორად წერის მიზეზების დადგენა და
მართლწერის უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა მოსწავლეებში.
ინგლისურ ენაში სიტყვების წარმოთქმა და
მართლწერა ერთმანეთს არ ემთხვევა, რასაც ენაში არსებული მრავალი ასოთშეთანხმებები
და წესები განაპირობებენ. მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი
მიზეზები შეიძლება იყოს:
ü არასწორი სტრატეგიული მიდგომა მართლწერის სწავლების კუთხით
ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი წერის უნარების
განვითარებას მოსწავლეებში, უფრო მეტად ორიენტირებული ვიყავი კითხვის, მეტყველების
და მოსმენის უნარების განვითარებაზე. მოსწავლეებში მართლწერის პრობლემამ კითხვის მიმართულებითაც
წარმოშვა სირთულე.
ü ინგლისური ენის სპეციფიკური სირთულე
მართლწერის პრობლემის გამომწვევი მიზეზი
შეიძლება იყოს ენაში არსებული უამრავი ასოთშეთანხმებები. რადგან ქართული ენისაგან განსხვავებით,
ინგლისურ ენაში სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ეს
განაპირობებს მართლწერასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოსწავლეებში.
ü მოსწავლეების სიზარმაცე
მოსწავლეები სიტყვებს სწავლობენ მხოლოდ
ზეპირად და ეზარებათ მათი წერით სწავლა, რადგან ეს გაცილებით მეტ დროსა და ენერგიას
მოითხოვს.
პრობლემის აქტუალურობა განპირობებულია იმით,
რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა
და წერის უნარების განვითარება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მათი ერთობლიობა
ინგლისური ენის სრულყოფილად დაუფლების საფუძველს ქმნის. რადგან ამ საგნის ერთ-ერთ მიმართულებას
მართლწერა წარმოადგენს, ამიტომ მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ აქტუალურია
და მეტად მნიშვნელოვანია მისი განვითარება ინგლისური ენის სწავლის პროცესში. მართლწერის
უნარების ფლობა სწორი კითხვისა და ლაპარაკის ტექნიკასაც განაპირობებს. ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით, დაწყებით საფეხურზე წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან წერა ხელს უწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას,
ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. მართლწერა
ენის ნორმების დაცვისა და მეტყველების კულტურის ამაღლების მნიშვნელოვანი პირობაა.
1.2
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
მოსწავლეებს განუვითარდებათ
მართლწერის უნარები, შეძლებენ უცხო სიტყვების სწორად წერას, ამოიცნობენ სიტყვებს,
რომლებიც ასობგერათა არასწორი წყობით წერია, შეადგენენ და ააწყობენ მათ სწორი
წყობით, შეძლებენ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას წინადადებებში. მოსწავლეებს
განუვითარდებათ ენობრივი უნარ-ჩვევები. ასევე, კვლევა დაგვეხმარება მე და ჩემს
კოლეგებს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში, შედეგების გაზიარების შედეგად
შესაძლებელი იქნება საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენონ ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც
გააუმჯობესებენ მართლწერის უნარების განვითარებას მოსწავლეებში, რაც ჩემი და ჩემი
კოლეგების პროფესიულ განვითარებასა და ზრდას განაპირობებს.
თავი II
კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები
Ø კვლევის მთავრი კითხვაა: როგორ დავეხმაროთ
მოსწავლეებს სწორად წერის გაუმჯობესებაში?
Ø ჰიპოტეზა-მოსწავლეებს უჭირთ სიტყვების სწორად წერა,
სასვენი ნიშნების გამოყენება, წინადადებებისა და ენობრივი კონსტრუქციების აგება.
2.2 კვლევის მიზნები
Ø დავადგინო
ძირითადად რა ტიპის შეცდომებს უშვებენ მოსწავლეები;
Ø დავადგინო სიტყვებისა და სასვენი ნიშნების
არასწორად წერის მიზეზები;
Ø მოვიძიო ეფექტური სტრატეგიები და მეთოდები, რომლითაც ხელს
შევუწყობ სწორად წერის გაუმჯობესებას მოსწავლეებში.
2. 3 კვლევის ამოცანები
კვლევის
ამოცანას წარმოადგენს ის, რომ პირველ ეტაპზე დავადგინო ძირითადად რა ტიპის
შეცდომებს უშვებენ მოსწავლეები, რაშიც დამეხმარება რაოდენობრივი (დიაგნოსტიკური ტესტი)
და თვისებრივი(აღწერითი და შერჩევითი დაკვირვება) კვლევის მეთოდები. ვფუქრობ,რომ
კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების ერთობლივი
გამოყენება უზრუნველყოფს პრობლემის სწორად და ზუსტად იდენტიფიცირებას, კვლევის
სანდოობას და მაღალ ხარისხს. აღნიშნული კვლევის მეთოდების გამოყენების შემდეგ
დავადგენ რამ განაპირობა სიტყვებისა და სასვენი ნიშნების არასწორად წერის მიზეზები
მოსწავლეებში და მოვიძიებ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომლებიც
დაეხმარება მოსწავლეებს მართლწერის უნარების გაუმჯობესებაში. განვახორციელებ შესაბამის
ინტერვენციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სწორად წერის გაუმჯობესებას მოსწავლეებში,
ინტერვენციების შემდეგ კვლავ გამოვიყენებ იგივე კვლევის მეთოდებს, რომლებიც
კვლევის საწყის ეტაპზე გამოვიყენე,რათა დავადგინო და შევაფასო რა შედეგზე გავედი
დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებით და ბოლოს გავაკეთებ პირველადი და
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ კვლევის შედეგების ანალიზს.
თავი
III ლიტერატურის
მიმოხილვა-ანალიზი
დაწყებით
საფეხურზე წერის უნარის განვითარება წარიმართება კითხვის უნარის განვითარების
პარალელურად. ინგლისურად წერის სწავლა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ფონემური
ბგერები არ ემთხვევა დაწერილ ასოებს. ასევე, რთულია ინგლისური წინადადებების
წყობის დაუფლება. ,,წერა რთულად ორგანიზებული ოპერაციაა, რომლის დაუფლება მრავალი
უნარის კოორდინირებულ განვითარებას გულისხმობს’’ (ი. ხასაია, 2018).
,,წერის
უნარის ათვისება მოითხოვს წერის ტექნიკური წინაპირობის გავარჯიშებას და მხოლოდ
გარკვეული დროისა და გაწაფვის შემდეგ ხდება ის ავტომატური პროცესი. იმისათვის, რომ
მოსწავლემ შეძლოს წერის ოპერაციის განხორციელება, მას უნდა შეეძლოს სიტყვის
შემადგენელი ბგერების ერთმანეთისგან გარჩევა, თუ რა ცალკეული ბგერებისა და
ასოებისგან შედგება მოცემული სიტყვა, ბგერების საჭირო თანმიმდევრობის დაცვა წერის
პროცესში’’ (პაჭკორია, 2011:56).
ინგლისური
მართლწერა ისტორიულ-მორფოლოგიურ პრინციპს ემყარება, ამიტომ არის, რომ სიტყვის წერა
და წარმოთქმა ერთმანეთისგან განსხვავდება.
წერის
უნარის განვითარება ნელი ტემპით უნდა წარიმართოს, რადგან წერა ძირითადად
რეპროდუცირებას ეფუძნება. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს წერის ტექნიკურ-მოტორული
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დაწყებით საფეხურზე, რაც ასოების გამოწერასა და
გადაბმაში იგულისხმება. მართლწერის უნარ-ჩვევების განსავითარებლად შეიძლება
გამოვიყენოთ სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები, თამაშები.
მართლწერა
წერის მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორი და კარგი მართლწერის ცოდნა ეფექტური კითხვისა
და წერის საფუძველია. ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ინგლისურში მართლწერა რთულია,
რადგან ფონემური ბგერები დაწერილ ასოებს არ ემთხვევა.
ინგლისურ
ენაში, წერისას რომ შეცდომები არ დავუშვათ, საჭიროა მართლწერის წესების ცოდნა,
მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გვხვდება ისეთი გამონაკლისი სიტყვები, რომლებიც
მართლწერის წესებს არ ემორჩილებიან და განსხვავებულად იწერებიან.
რადგან
ინგლისურ ენაში სიტყვების წარმოთქმა და მართლწერა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ
სიტყვების მართლწერა გარკვეულ წესებზეა დამოკიდებული. სწორედ, ამ წესებს ემყარება
ინგლისურში სიტყვათა 75%-ის სწორად წერა და მათი შესწავლა თავიდან აგვარიდებს იმ
შეცდომებს, რომლებსაც წერის დროს ვუშვებთ. წარმოგიდგენთ მართლწერის ძირითად წესებს,
რომლებიც წერის სპეციფიკას განაპირობებენ ინგლისურ ენაში: პრეფიქსები, სუფიქსები,
მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელების მართლწერა, ასოთშეთანხმებები, ზმნის
ფორმები, ასოთა გაორმაგება სუფიქსების დართვისას, ღია და დახურული მარცვალი,
ასოების შეკვეცა და დართვა, ie თუ ei, y-ის შეცვლა i-ით. ამ წესების ცოდნა და
დაცვა შეამცირებს წერის დროს დაშვებულ შეცდომებს და აღმოფხვრის მართლწერის პრობლემებს, მაგრამ ამ წესებს ყოველთვის აქვთ
გამონაკლისებიც, რომლის სწავლაც ასევე საჭირო და აუცილებელია სწორი მართლწერისთვის.
თავი IV კვლევის
მეთოდოლოგია
კვლევის დროს, მონაცემთა
შეგროვების მიზნით, გამოვიყენე შემდეგი კვლევის მეოდები:
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი
დიაგნოსტიკური ტესტი-ამ მეთოდით განვსაზღვრე მოსწავლეების წერითი შესაძლებლობები
და დავადგინე რა ტიპის შეცდომებს უშვებდნენ მოსწავლეები.ტესტის შედეგების მიხედვით,განსაკუთრებით
ორ მოსწავლეს უჭირდა სიტყვებისა და სასვენი ნიშნების სწორად წერა.
თვისებრივი კვლევის მეთოდები
აღწერითი დაკვირვება-მოსწავლეთა წერისადმი ზოგადი დამოკიდებულების შესწავლის
მიზნით,კვლევის საწყის ეტაპზე გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება. სისტემატურად ვაკვირდებოდი
დავალებების წერის პროცესს, რათა დამედგინა კონკრეტულად რაზე უნდა მომეხდინა ფოკუსირება
კვლევის მიზანმიმართულად წარმოებისთვის. კვლევის ამ მეთოდის გამოყენების შედეგად დავადგინე,
რომ მოსწავლეები არასწორად წერდნენ სიტყვებს და შეცდომით იყენებდნენ სასვენ ნიშნებს
წინადადებაში.
შერჩევითი დაკვირვება-ამ მეთოდის გამოყენებით გავარკვიე, რომ მოსწავლეებს
უჭირთ როგორც კარნახით წერა, ასევე ასობგერათა არასწორი წყობით წარმოდგენილი სიტყვების
კორექტირება. ამგვარად, შერჩევითმა დაკვირვებამ პრობლემების სწორად გამოვლენის შესაძლებლობა
მომცა და ამ მეთოდის გამოყენების შედეგად იგივე სახის პრობლემები გამოიკვეთა რაც დიაგნოსტიკური
ტესტის და აღწერითი დაკვირვების შემთხვევაში იყო.
აღწერითი
დაკვირვების ოქმი №1
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
აღწერითი დაკვირვების ოქმი №2
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
აღწერითი დაკვირვების ოქმი №3
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
აღწერითი დაკვირვების ოქმი №4
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ
ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
აღწერითი დაკვირვების ოქმი №5
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ
ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
შერჩევითი დაკვირვების ოქმი №1
სსიპ
ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
შერჩევითი დაკვირვების ოქმი №2
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
შერჩევითი დაკვირვების ოქმი №3
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ
ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:............................
შერჩევითი დაკვირვების ოქმი №4
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:..............................
დაკვირვების საგანი:...................................
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ........................................
ხელმოწერა:..............................
დიაგნოსტიკური ტესტი
1.
როგორ იკითხება მოცემული ასოთშეთანხმებები:
ch-
sh-
wh-
th-
ph-
kh-
ck-
oo-
ts-
ee-
kn-
oa-
gn-
ir-
2.
დაწერეთ 7 სიტყვა, რომელიც შეიცავს მოცემულ
ასოთშეთანხმებებს:
მაგალითად: chair, clock,
three და ა.
შ.
3.
დაალაგეთ ასოები ისე, რომ მიიღოთ სიტყვები სწორი
წყობით:
1.Gba-
2.Piupl-
3.Grli-
4.Otoht-
5.Revir-
6.Boko-
7.Taehcre-
8.Rian-
9.Enlgihs-
10.Baetuiluf-
4.
დასვით სათანადო სასვენი ნიშნები:
1.Do you often go to the cinema- .
? ! ,
2.I like fruits- vegetables and sweets- ,
. /
. , / ? .
3.Tom goes to school every day- . ?
, :
4.Don’t take my pencil- ? , .
!
5.Can you open the window- ; : ? !
5.
მოცემულ წინადადებებში იპოვეთ ერთი არასწორად
დაწერილი სიტყვა და დაწერეთ ის სწორად:
1.My father
likes fish veri much.-------------
2.I always du homework with my friend.------------
3.Giv me your book!-------------
4.Nick plays fotbal in the evening.---------------
5.We went to the village at 3 o’clokc
yesterday.----------
4.1 კვლევის ეთიკა
კვლევის ეთიკა არის მორალური წესების და პროფესიული
კოდების ერთობლიობა, რომლითაც სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ და ინფორმაციის
შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს
კონფიდენციალობის დაცვაზე. ამას თან ახლევს კვლევის ობიექტის უფლება უარი თქვას მონაცემების
მიწოდებასა თუ პირადი აზრის გამოთქმაზე.
გამოკვლევების
წარმართვისას პროფესიული ორგანიზაციების უმთავრესი მოთხოვნაა მთელი რიგი ეთიკური პრინციპების
დაცვა, რომლებიც პროფესიული ეთიკის კოდექსებშია გაერთიანებული და რესპონდენტთა და ფართო
საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს იცავს.
ეთიკის კოდექსი-პროფესიული საქმიანობის პრინციპების კრებულია, რომელიც
პროფესიის ზნეობრივ ღირებულებებს გამოხატავს. საერთო აზრის თანახმად, პროფესიული მასალის
ნორმების შემუშავება პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ მათი საზოგადოებრივი
პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და აღიარების შედეგია. პროფესიული ეთიკის ნორმების
აღიარება პროფესიის წარმომადგენლების მიერ ხდება ნებაყოფლობით, ვინაიდან ისინი აფასებენ
ამ პროფესიულ გაერთიანებაში წევრობას.
ეთიკის
კოდექსები სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ, ისინი უფრო ფართო ხასიათისა და
შინაარსისაა, ვიდრე იურიდიული დოკუმენტები.
ნებისმიერი
სოციალური კვლევის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების კეთილგანწყობაზე მკვლევარების
მიმართ, რომ კვლევა ტარდება ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით და რომ
დაცული იქნება რესპონდენტთა კონფიდენციალობა.
სოციალური
კვლევის ეთიკური სტანდარტები საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისაგან შედგება, რომელთა
დაცვასაც ყველა მკვლევარი თავის მოვალეობად მიიჩნევს. გამოიყოფა ეთიკური ნორმები, რომლებიც
იცავს შემდეგი სოციალური ჯგუფის ინტერესებს:
1.
რესპონდენტები;
2.
დამკვეთები;
3.
ფართო
საზოგადოება.
1.რესპონდენტთა უფლებები
რესპონდენტები
კვლევის უმთავრეს ობიექტს წარმოადგენენ და მათი უფლებების დაცვას ეთიკის კოდექსები
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მათი კვლევაში მონაწილეობა დამოკიდებულია მათ კეთილ
ნებაზე და ჩვენი ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ, რომ ისინი კვლევაში მონაწილეობის მიღების
შედეგად არ დაზარალდნენ. მკვლევარმა სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მათ გამოკვლევის
მიზნებისა და ამოცანების შესახებ, უზრუნველყოს მათი კონფიდენციალობის დაცვა. რესპონდენტები
მხოლოდ იმ პირობით იძლევიან თანხმობას ინტერვიუზე, თუ მათი ვინაობა გამჟღავნებული არ
იქნება.
გამოკვლევის
ზოგიერთი სახეობა მოითხოვს ინტერვიუების ჩაწერას აუდიო ან ვიდეოფირზე. ამისათვის, რესპონდენტებისგან
ცალკე ნებართვა გვჭირდება. განსაკუთრებით რთულია რესპონდენტთა უფლებების დაცვა მაშინ,
როდესაც გაუმჟღავნებელი დაკვირვება ხორციელდება ხალხმრავალ ადგილას. ამიტომ, ჩართული
დაკვირვების ჩატარებისას, ეთიკის ნორმები საკმაოდ რელატივისტური ხასიათისაა. მკვლევარმა
ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა რესპონდენტებს რაიმე ვნება არ მიაყენოს. კვლევის ანგარიშში
არ უნდა იყოს რესპონტენტთა სახელები და გვარები, აგრეთვე ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც
შესაძლებელი იქნება ადამიანის იდენტიფიცირება.
2.დამკვეთის უფლებები
მკვლევარების
მოვალეობაა უზრუნველყონ, რომ თითოეული გამოკვლევა დამკვეთის მიერ დასმული პრობლემების
გადაჭრის გზების პოვნას ისახავდეს მიზნად და ყველაზე უფრო ოპტიმალურ გზებს სთავაზობდეს
დამკვეთს გამოკვლევის განსახორციელებლად.
მკვლევარისა
და დამკვეთის ურთიერთობები პროფესიული ეთიკის კოდექსის გარდა, რეგულირდება აგრეთვე
ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მაგრამ ეთიკის მოთხოვნები უფრო
ფართო ხასიათისაა, ვიდრე ადმინისტრაციული და სამართლებრივი დოკუმენტები, ასე რომ, ეთიკის
კოდექსები არეგულირებს მკვლევარისა და დამკვეთის ურთიერთობების იმ სფეროებს, რომლებიც
ხელშეკრულების მიღმა რჩება და ურთიერთპატიოსნებისა და ურთიერთგაგებისაკენ, მაღალი პროფესიული
სტანდარტების დაცვისაკენ მოუწოდებს ორივე მხარეს.
3.ფართო საზოგადოების ინტერესების დაცვა
საზოგადოებრივი
ინტერესების გათვალისწინება სოციოლოგების მოღვაწეობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.
სოციოლოგები აცნობიერებენ მათ პროფესიულ და მეცნიერულ პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების
წინაშე, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ. გამოკვლევის ჩატარებისას ისინი მიზნად
ისახავენ როგორც სოციოლოგიური მეცნიერების განვითარებას, ასევე საზოგადოებრივი კეთილდღეობის
ხელშეწყობას.
სანქციები
პროფესიული
ეთიკის კოდექსები იურიდიული დოკუმენტები არ არის და მათი ნორმების დამრღვევთა წინააღმდეგ
ვერ იქნება გამოყენებული სამართლებრივი სანქციები. პროფესიული საზოგადოებები ზრუნავენ
იმაზე, რომ პროფესიული ეთიკის დამრღვევს ძვირად დაუჯდეს ამ ნორმების დარღვევა, რადგან
ყოველი ასეთი დარღვევის შემთხვევაში ლაქა ეცხობა ყველა მკვლევარს და სოციალური მეცნიერების
საზოგადოებრივ რეპუტაციას.
პროფესიული
ეთიკის ნორმების დამრღვევთა წინააღმდეგ ძალზე სერიოზული სანქციები იქნა შემუშავებული
ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის (ASA) მიერ. ამ ორგანიზაციის ფარგლებში
მუშაობს პროფესიული ეთიკის კომიტეტი, რომელიც ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტებს განიხილავს.
ეს კომიტეტი უფლებამოსილია ASA-ს წევრების მიერ, შემდეგი სახის სანქციები გამოიყენოს
დამნაშავეთა მიმართ:
1. პირადი
გაფრთხილება. ეს შედარებით
რბილი სანქცია იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ დარღვევა შედარებით მსუბუქი იყო და
არ გამოუწვევია სერიოზული პირადი ან პროფესიული ზიანი. პირადი გაფრთხილება წერილის
სახით ეგზავნება ეთიკის ნორმების დამრღვევს.
2.
საჯარო გაფრთხილება. ამ სანქციას მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ
დარღვევა სერიოზულ ხასიათს ატარებს. ესეც შეიძლება წერილის სახით იყოს, მაგრამ ეს
წერილი შესაბამის საინფორმაციო საშუალებებში ქვეყნდება.
3.
პრივილეგიების ჩამორთმევა. ნებისმიერი სოციოლოგიური ასოციაციის წევრობა
გარკვეულ პროფესიულ და მატერიალურ პრივილეგიებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამ
პრივილეგიების ჩამორთმევა საკმაოდ სერიოზულ სასჯელს წარმოადგენს. ეთიკის ნორმების
დამრღვევი შეიძლება არ იქნეს დაშვებული ამ ასოციაციის მიერ მოწყობილ
ღონისძიებებზე, არ იქნეს შეყვანილი სარედაქციო კოლეგიებში, აეკრძალოს მონაწილეობის
მიღება ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტებში არჩევნებში, არ იქნეს განხილული მისი
კანდიდატურა ასოციაციის წევრისთვის განკუთვნილი კვლევითი სტიპენდიების განაწილების
პროცესში და ა. შ. იმ საკითხს, თუ რომელი პრივილეგიები ჩამოერთმევა ეთიკის
ნორმების დამრღვევს, პროფესიული ეთიკის კომიტეტი კონკრეტული შემთხვევიდან
გამომდინარე გადაწყვეტს.
4. წევრობის
შეწყვეტა. ასოციაციაში
წევრობის შეწყვეტა ASA-ს
პროფესიული ეთიკის კომიტეტის ყველაზე სერიოზული სანქციაა. კომიტეტი კონკრეტულ
შემთხვევაში წყვეტს, თუ რამდენი ხნით უნდა მოხდეს სოციოლოგიის წევრობის შეწყვეტა
და რა პირობითაა შესაძლებელი ამ წევრობის განახლება მომავალში. სასჯელის ყველაზე
მძიმე ფორმაა პროფესიული საზოგადოების წევრთა რიგებიდან გარიცხვა, რაც არა მხოლოდ
სამარცხვინოა, არამედ აბრკოლებს გარიცხულის შემდგომ პროფესიულ საქმიანობას.
4. 2 კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფი: სსიპ
ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის 3
მოსწავლე.
4.3 მონაცემთა შეგროვების
მეთოდები
კვლევის ფარგლებში მიზანშეწონილად
მივიჩნიე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება,რადგან მათი ერთობლივი
გამოყენება უზრუნველყოფს პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას,კვლევის სანდოობას და
მაღალ ხარისხს,რაც განაპირობებს კვლევის მიზანმიმართულად წარმოებას. დაკვირვება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებრივი მეთოდია და მიმდინარეობს ბუნებრივ გარემოში.
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი-დიაგნოსტიკური ტესტი-განსაზღვრავს მოსწავლეების წერით შესაძლებლობებს და
უნარებს,ასევე მოსწავლეთა რა რაოდენობა უშვებს შეცდომებს.სწორედ, ამიტომ
გამოვიყენე კვლევის ეს მეთოდი,რათა დამედგინა ძირითადად რა ტიპის შეცდომებს
უშვებდნენ მოსწავლეები და რამდენი მოსწავლე უშვებდა შეცდომას.
თვისებრივი კვლევის მეთოდი-აღწერითი დაკვირვება-ეს არის პირველი საცდელი ეტაპი,რომლის დროსაც მკვლევარს
ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ ასპექტზე გაამახვილებს ყურადღებას და ცდილობს
გაერკვეს არსებულ სიტუაციაში საკუთარი მიზნების გამჟღავნების გარეშე.ამიტომ, მე-3
კლასში ზოგად სიტუაციაში გასარკვევად,კერძოდ,მოსწავლეთა წერისადმი დამოკიდებულების
შესწავლის მიზნით,გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება,რაც დამეხმარა იმაში,თუ რაზე
უნდა მომეხდინა ფოკუსირება კვლევის მიზანმიმართულად წარმოებისთვის.
შერჩევითი დაკვირვება-არის დაკვირვების ბოლო ეტაპი,სადაც დამკვირვებელი
კიდევ უფრო აზუსტებს და ზღუდავს ყურადღების სფეროს და ახდენს დაკვირვების ეტაპზე
გამოვლენილი ერთეულების დამახასიათებელი ნიშნების შესწავლას.რადგან ჩემი მიზანი
იყო გამერკვია მართლწერის მიმართულებით კონკრეტულად რა შეცდომებს უშვებდნენ მოსწავლეები,ამიტომ
გამოვიყენე შერჩევითი დაკვირვება,რომელმაც პრობლემების სწორად გამოვლენის შესაძლებლობა
მომცა და გავარკვიე,რომ მოსწავლეებს უჭირთ როგორც კარნახით წერა ასევე ასობგერათა არასწორი წყობით წარმოდგენილი
სიტყვების კორექტირებაც.
ამგვარად,
კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას დაკვირვებასა და ახსნას შორის.
4.4 მონაცემთა ანალიზი
პირველადი შედეგები: კვლევის დროს,პირველადი შედეგების დადგენის
მიზნით,გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები
კომბინირებულად,რამაც საშუალება მომცა ზუსტად განმესაზღვრა მართლწერასთან
დაკავშირებულ რა შეცდომებს და რამდენი მოსწავლე უშვებდა ამ შეცდომებს.თვისებრივი მეთოდების
გამოყენებით სიღრმისეულად შევისწავლე საკვლევი საკითხი მოსწავლეებში.კვლევის
საწყის ეტაპზე დავაკვირდი მოსწავლეების საკლასო და საშინაო დავალებებს,რათა გამეგო
მათი წერის უნარები.დაკვირვების შედეგად მიღებული შედეგების გადამოწმება
გადავწყვიტე დიაგნოსტიკური ტესტით. დიაგნოსტიკური ტესტის შედეგებიდან აღმოჩნდა,რომ
სამი მოსწავლიდან განსაკუთრებით ორს უჭირდა სიტყვების სწორად წერა და სასვენი
ნიშნების გამოყენება. ყოველდღიური აღწერითი დაკვირვების შედეგებიდან ჩანს,რომ მოსწავლეები
დავალებების წერის დროს არასწორად წერდნენ სიტყვებს და წინადადებებში შეცდომით
იყენებდნენ სასვენ ნიშნებს.შერჩევითმა დაკვირვებამ ცხადყო,რომ მოსწავლეებს უჭირდათ
სიტყვების კარნახით წერა და ასობგერათა არასწორი წყობით წარმოდგენილი სიტყვების
პოვნა და გასწორება წინადადებაში.
ამგვარად,აღნიშნული კვლევის მეთიდების შედეგებიდან ჩანს,რომ
მოსწავლეებს უჭირთ სიტყვების სწორად წერა და სასვენი ნიშნების გამოყენება.
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამების და ცხრილების
საშულებით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა საშუალება კვლევის მომდევნო
ეტაპის განხორციელების.
4.5 მონაცემთა ანალიზი
პირველადი შედეგების მონაცემები წარმოვადგინე
სვეტოვანი დიაგრამის სახით, სადაც კარგად ჩანს რომ მოსწავლეთა 67%-ს უჭირს სასვენი
ნიშნების სწორად გამოყენება, ასევე 67%-ს უჭირს სიტყვების სწორად წერა და
მოსწავლეთა 100%-ს ანუ სამივე მოსწავლეს უჭირს კარნახით წერა.
4.6 კვლევის ვადები
აქტივობა
|
X
|
XI
|
XII
|
I
|
II
|
III
|
IV
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
||||||
არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი
|
X
|
X
|
|||||
კვლევის მეთოდების შერჩევა
|
X
|
||||||
ტესტის შერჩევა, დამუშავება
|
X
|
||||||
დიაგნოსტიკური ტესტი (რაოდენობრივი მეთოდი)
|
X
|
||||||
აღწერითი დაკვირვება (თვისებრივი მეთოდი)
|
X
|
||||||
შერჩევითი დაკვირვება (თვისებრივი მეთოდი)
|
X
|
||||||
მონაცემთა დამუშავება (შეგროვება, ანალიზი)
|
X
|
||||||
სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა
|
X
|
||||||
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
||||
ინტერვენციების შემდეგ დიაგნოსტიკური ტესტი (რაოდენობრივი
მეთოდი)
|
X
|
||||||
ინტერვენციების შემდეგ აღწერითი დაკვირვება (თვისებრივი
მეთოდი)
|
X
|
||||||
ინტერვენციების შემდეგ შერჩევითი დაკვირვება (თვისებრივი
მეთოდი)
|
X
|
||||||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
||||||
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის, პრეზენტაცია
|
X
|
თავი V ინტერვენციები
გაკვეთილებზე
ხანგრძლივი დაკვირვებისა და დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების ანალიზის საფუძველზე
შევიმუშავე ინტერვენციები, რომელთა გამოყენებით ვატარებდი გაკვეთილებს.
5.1 ინტერვენციების
დაგეგმვა-განხორციელება
პირველადი
შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
ინტერვენცია I –პირველი აქტივობა, რომელიც ინტერვენციის
ფარგლებში 1 კვირის განმავლობაში განვახორციელე ასოთშეთანხმებების(თანხმოვანთა კომბინაციების)
და სასვენი ნიშნების გამოყენების წესების გამეორება და განმტკიცება იყო. მოსწავლეებს
ასოთშეთანხმებები და სასვენი ნიშნების გამოყენების წესები დაფაზე დავუწერე და
ვთხოვე, რომ რვეულებში გადაეწერათ და ესწავლათ ზეპირად და წერით. მეტი
თვალსაჩინოებისთვის, ასოთშეთანხმებები დავწერე პატარა ფერად ფურცლებზე და მერხებზე
დავაწებე, ხოლო სასვენი ნიშნების გამოყენების წესები ამოვბეჭდე ფურცლებზე და
საკლასო ოთახის კედლებზე გავაკარი, რათა მოსწავლეებს ყოველდღიური შეხება ჰქონოდათ
და უფრო კარგად დაემახსოვრებინათ ისინი.
გაკვეთილის ბოლო 10 წუთს ასოთშეთანხმებებზე და სასვენი ნიშნების
გამოყენების წესებზე მუშაობას ვუთმობდი,თითოეული მოსწავლე ჯერ ზეპირად ამბობდა
ასოთშეთანხმებებს და სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს, შემდეგ დაფაზე წერდა. ამის
შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვდი გაეხსენებინათ ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ
კომბინაციებს შეიცავდა. ვთხოვდი, რომ ეს სიტყვები ესწავლათ როგორც ზეპირად ისე
წერით.
ინტერვენცია II- მეორე აქტივიბა იყო ასობგერათა
არასწორი წყობით სიტყვების შედგენა/აწყობა, რომელზეც 4 კვირის მანძილზე აქტიურად
ვმუშაობდით. ამ აქტივობის მიზანი იყო მართლწერის უნარის განვითარება, რომელსაც
კვირაში სამჯერ საგაკვეთილო დროის ბოლო 10 წუთს ვუთმობდი. თავიდან საკმაოდ მარტივი
სიტყვებით დავიწყე,5 სიტყვა დავუწერე დაფაზე, რომლებიც არასწორად ეწერა და მათ
უნდა გაესწორებინათ ისინი. სამიდან ორმა მოსწავლემ შეძლო სიტყვების უშეცდომოდ
გასწორება და ერთმა მოსწავლემ 1 შეცდომა დაუშვა. მომდევნო კვირას შედარებით რთული სიტყვები
მივეცი,ასევე გავზარდე სიტყვების რაოდენობა. მაგრამ ამასაც კარგად გაართვეს თავი
მოსწავლეებმა და 8 სიტყვიდან ერთმა მოსწავლემ ვერ შეძლო 2 სიტყვის სწორად დაწერა
და ორმა კი უშეცდომოდ დაწერა ყველა სიტყვა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ხშირად
ვახსენებდი, რომ სიტყვების სწორად დასაწერად საჭირო იყო სახლში ბეჯითად მუშაობა, ასევე
სისტემატურად ვახსენებდი ასოთშეთანხმებებსა და სასვენი ნიშნების გამოყენების
წესებს, მუშაობის პარალელურად ვაწარმოებდი მათ გამოკითხვას ზეპირად და წერით. ბოლო
2 კვირის მანძილზე სიტყვები კიდევ უფრო გავართულე და სიტყვების რაოდენობა 12-მდე
გავზარდე, მაგრამ მოსწავლეებმა ამ დავალებასაც კარგად გაართვეს თავი.სამიდან ერთ
მოსწავლეს შეეშალა 2 სიტყვის გასწორება და ორმა მოსწავლემ შეძლო ყველა სიტყვის უშეცდომოდ გასწორება. საბოლოო
ჯამში,მოსწავლეებმა გააუმჯობესეს წერის უნარები.
ინტერვენცია III -მესამე აქტივობა იყო წინადადებებში
არასწორად დაწერილი სიტყვების პოვნა და ამ სიტყვის სწორად დაწერა და სასვენი
ნიშნების დასმა, რომელზეც 2 კვირის მანძილზე კვირაში 3-ჯერ ვმუშაობდით და
გაკვეთილის დროის ბოლო 10 წუთს ვუთმობდი. მოსწავლეებს კიდევ შევახსენე
ასოთშეთანხმებები და სასვენი ნიშნების გამოყენების წესები. თავიდან საკმაოდ
მარტივი დავალებებით დავიწყე და მოსწავლეებს 3 წინადადება შევთავაზე, სადაც ერთი
არასწორად დაწერილი სიტყვა უნდა ეპოვათ და გაესწორებინათ, ასევე უნდა დაეწერათ
სათანადო სასვენი ნიშნები წინადადებებში. სამივე მოსწავლემ იპოვა ყველა არასწორად
დაწერილი სიტყვა და შეძლო მათი გასწორება, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაუშვა შეცდომა
სასვენი ნიშნების გამოყენებაში. ამ მოსწავლეს კიდევ განვუმარტე სასვენი ნიშნების
გამოყენების წესები.ბოლო კვირას შედარებით გავართულე დავალებები და გავზარდე
არასწორად დაწერილი სიტყვებისა და წინადადებების რაოდენობა. ამჯერად სამივე მოსწავლემ
უშეცდომოდ შეასრულა დავალება.
ინტერვენცია
IV – ბოლო რთული,
მაგრამ საინტერესო აქტივობა,რომელიც ინტერვენციების ფარგლებში განვახორციელე იყო
კარნახით წერა. ამ აქტივობას 3 კვირის მანძილზე კვირაში ორჯერ გაკვეთილის დროის
ბოლო 10 წუთს ვუთმობდი. ვიცოდი რა, რომ ეს აქტივობა თავიდან სირთულეს შექმნიდა, გადავწყვიტე,მოსწავლეებისთვის
ნაცნობი და მოცულობით მცირე ზომის ტექსტებით დამეწყო.სიტყვებს გარკვევით და ნელა
ვკარნახობდი, რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ სათითაო სიტყვის კარგად გაგება და დაწერა.
პირველი კვირის განმავლობაში სამივე მოსწავლეს მცირე შეცდომები ჰქონდათ სიტყვების მართლწერაში
და ერთ მოსწავლეს სიტყვების არასწორად წერასთან ერთად ჰქონდა სასვენი ნიშნების
არასწორი გამოყენებაც. მათ ფერადი მარკერით მოვუნიშნე ტექსტში შეცდომით დაწერილი
სიტყვები და სასვენი ნიშნები,გავუმეორე ასოთშეთანხმებები და სასვენი ნიშნების
გამოყენების წესები, ვთხოვე მოსწავლეებს,რომ სახლში ემუშავათ შეცდომების
გამოსწორებაზე, რათა მეორე დღეს ისევ უნდა დაეწერათ ტექსტი კარნახით. მიუხედავად მოსწავლეების ნამუშევრებში დაშვებული შეცდომებისა, წინადადებებისა და ტექსტის შინაარსის
გაგება შესაძლებელი იყო. მეორე კვირას ტექსტი ცოტა გავართულე, სამივე მოსწავლეს
ისევ მცირე შეცდომები ჰქონდათ კარნახით დაწერილ ტექსტებში,ისევ ვიმუშავე მათთან ამ
მიმართულებით. რაც შეეხება მესამე კვირას,უკვე გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს
მოსწავლეებმა, რადგან ისინი კარნახით წერის სპეციფიკას შეეჩვივნენ. ყოველი
კარნახით წერის შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად დეტალურად განვიხილავდი მათ მიერ
დაშვებულ თითოეულ შეცდომას, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების შეცდომების შემცირებასა
და სასურველი შედეგის მიღწევაში. საბოლოოდ, კარნახით წერამ საკმაოდ სრულყოფილი და
დახვეწილი სახე მიიღო.
5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები
ინტერვენციების შემდეგ, იგივე კვლევის
მეთოდების გამოყენებით მოვახდინე შედეგების კვლევა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო
ჩემთვის შედეგების შედარება ინტერვენციებამდე და მის შემდეგ. ერთი და იგივე
მეთოდების გამოყენების შემდეგ, შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება და
დაკვირვება, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა განხორციელებული ინტერვენციები
მართლწერის უნარების გასაუმჯობესებლად მოსწავლეებში.
რაოდენობრივი კვლევის
მეთოდი-დიაგნოსტიკური ტესტი-ამ მეთოდის გამოყენებით დავადგინე მოსწავლეთა წერითი შესაძლებლობები. ტესტის
შედეგების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ სამიდან მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა მცირე
შეცდომები.
თვისებრივი კვლევის მეთოდი-აღწერითი
დაკვირვება-კვლევის
საწყის ეტაპზე ისევ გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება, რათა გამეგო ზოგადად მოსწავლეებს
როგორი წერის უნარები ჰქონდათ. ყოველდღიურად ვაკვირდებოდი მათ საკლასო და საშინაო
დავალებებს, რისი შედეგების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ სამივე მოსწავლე სწორად
წერდა სიტყვებს და სათანადოდ იყენებდა სასვენ ნიშნებს.
თვისებრივი კვლევის მეთოდი-შერჩევითი
დაკვირვება-ამ
მეთოდის გამოყენებით დავადგინე, რომ იმ შეცდომებს, რომლებსაც მოსწავლეები კარნახით
წერისა და ასობგერათა არასწორი წყობით წარმოდგენილი სიტყვების კორექტირებისას
უშვებდნენ, მინიმუმამდე იყო დასული და სამიდან მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა მცირე
შეცდომები სასვენი ნიშნების გამოყენებაში.
თავი VI კვლევის შედეგების ანალიზი
6.1 პირველადი მონაცემებისა და
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
რადგან
ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მართლწერის უნარების გაუმჯობესება დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებში, ამიტომ ინტერვენციებამდე და მისი განხორციელების შემდეგ შევაფასე
მოსწავლეთა მონაცემები და შედეგები, რათა დამედგინა მივაღწიე თუ არა დასახულ
მიზანს.
მოსწავლეთა
წერითი შესაძლებლობების პირველადი მონაცემების მიხედვით, რომლებიც
თვისებრივი(აღწერითი და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი (დიაგნოსტიკური
ტესტი) კვლევის მეთოდების ერთობლუვი გამოყენებით დავადგინე, რომ მისწავლეებს
უჭირდათ სტყვების სწორად წერა და სავენი ნიშნების სათანადოდ გამოყენება,
წინადადებაში ვერ პოულობდნენ ასობგერათა
არასწორი წყობით წარმოდგენილ სიტყვას და შესაბამისად ვერ ახდენდნენ ამ სიტყვის
კორექტირებას. მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირდათ
და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ კარნახით წერაში.
შესაბამისი
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, იგივე კვლევის მეთოდების (აღწერითი და
შერჩევითი დაკვირვება, დიაგნოსტიკური ტესტი) გამოყენებით განვსაზღვრე მოსწავლეთა
შედეგები წერის მიმართულებით. შედეგების ანალიზის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ აღწერითი
დაკვირვებისას სამიდან მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა ორთოგრაფიული შეცდომები
საშინაო და საკლასო დავალებებში. დიაგნოსტიკურ ტესტირებაშიც სამიდან ერთ მოსწავლეს
ჰქონდა 2 შეცდომა სავენიო ნიშნების გამოყენებაში, შერჩევითი დაკვირვების დროს კი
აღმოჩნდა, რომ ბევრად გაუმჯობესებული იყო მოსწავლეთა წერითი უნარები კარნახით
წერის დროს, ასევე ისინი სწრაფად პოულობდნენ ასობგერათა არასწორი წყობით დაწერილ
სიტყვას წინადადებაში და ახდენდნენ მის კორექტირებას.
ამგვარად,
პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ერთმანეთთან შედარებით, აშკარაა
ის შედეგები, რომლებიც ინტერვენციების განხორციელების შედეგად მივიღე.
მოსწავლეებში გაუმჯობესდა მართლწერის უნარები, მათ შეძლეს სიტყვების სწორად წერა, სასვენი
ნიშნების სათანადოდ გამოყენება,წინადადებაში პოულობდნენ არასწორად დაწერილ სიტყვას
და ახდენდნენ მის კორექტირებას, გააუმჯობესეს კარნახით წერა. ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ მოსწავლეთა წერის უნარები
გაუმჯობესდა, რაც იმას ნიშნავს,რომ ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო და მუშაობა
სწორი მიმართულებით წარიმართა.
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი
პირველადი და ინტერვენციების განხორციელების შემდეგ
მიღებული შედეგების მონაცემები წარმოვადგინე ერთად სვეტოვანი დიაგრამების სახით,
რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი ერთმანეთთან შედარება. დიაგრამებიდან ნათლად ჩანს,
რომ ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო და მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართა,
რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა წერის უნარების გაუმჯობესება.
თუ
პირველადი მონაცემების მიხედვით მოსწავლეთა 67%-ს უჭირდა სასვენი ნიშნების
გამოყენება, ასევე 67%-ს სიტყვების სწორად
წერა და 100%-ს კარნახით წერა, ინტერვენციების შემდეგ შედეგები გაუმჯობესდა და
მოსწავლეთა 33%-ს საშუალოდ უჭირს სასვენი ნიშნების გამოყენება, 33%-ს საშუალოდ
უჭირს სიტყვების სწორად წერა და ასევე 33%-ს საშუალოდ უჭირს კარნახით წერა.
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები,
ნაკლოვანებები
მიგნებები:
მოსწავლეთა
მართლწერის უნარების გასაუმჯობესებლად განხორციელებულმა ინვერვენციებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში წერის
კულტურის განვითარებას. მოსწავლეებმა განიმტკიცეს ასოთშეთანხმებები და სასვენი
ნიშნების გამოყენების წესები, სწავლობდნენ სიტყვებს როგორც ზეპირად,ისე
წერით,რამაც განაპირობა სიტყვების სწორად წერა. აქედან გამომდინარე,მათ უკვე
შეძლეს წინადადებაში ასობგერათა არასწორი წყობით დაწერილი სიტყვის პოვნა და
გასწორება. ამ აქტივობებმა უზრუნველყო კარნახით წერის გაუმჯობესება მოსწავლეებში.
ავღნიშნავ,
რომ სწორად და თანმიმდევრობით დაგეგმილი აქტივობები ყოველთვის უზრუნველყოფს
სასურველი შედეგის მიღწევას.
რეკომენდაციები:
კვლევის პროცესი მრავალფეროვანი და
შრომატევადი იყო, თუმცა საინტერესო და საჭირო მოსწავლეებისთვის და ასევე ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. კვლევის საფუძველზე, შემიძლია კოლეგებს მივცე
რეკომენდაცია, რომ გაიზიარონ ჩემი გამოცდილება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მსგავსი
პრობლემის წინ აღმოჩნდებიან მოსწავლეებთან.
მოსწავლეთა
წერის შესაძლებლობების დასადგენად შეუძლიათ გამოიყენონ იგივე კვლევის მეთოდები, რაც
მე გამოვიყენე, რაც მათ დაეხმარებათ მსგავსი პრობლემის ზუსტად იდენტიფიცირებაში. ასევე,
ჩემს კოლეგებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ინტერვენციები, რომლებმაც შედეგზე გამიყვანა.
ნაკლოვანებები:
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს,
ის რომ ჩემი კვლევის სამიზნე ჯგუფს მხოლოდ 3 მოსწავლე წარმოადგენდა.
ბიბლიოგრაფია:
1.
ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-24 წ.
2.
თ. ზურაბიშვილი. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ
მეცნიერებათა ცენტრი 2006
3.
თ. პაჭკორია. გზამკვლევი მასწავლებელთათვის, 2011-2016 წლების
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
4.
ი. ხასაია. ,,უცხოური ენის შესწავლის ხელშემწყობი პირობები დაწყებით
კლასებში’’, ბათუმი 2018. https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_10045_2.pdf
6.
ლ. წულაძე. ,,რაოდენობრივი
კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში’’, თბილისი 2008
7.
მიხ. გიორგაძე „როგორ ვიმუშაოთ პრაქტიკის კვლევაზე“ ციფრული რესურსი https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
8.
მ. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის
გზამკვლევი“ ნაწილი II, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
9.
ს. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
10.
სოციალური კვლევის ეთიკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.7&x=1
11. Anna G. ,,What spelling words should you teach?’’ June 26, 2013. https://www.themeasuredmom.com/how-to-teach-spelling-where-to-begin-word-study-part-3/
11. Anna G. ,,What spelling words should you teach?’’ June 26, 2013. https://www.themeasuredmom.com/how-to-teach-spelling-where-to-begin-word-study-part-3/
12. Mohamed Ismail Fouzul Kareema, ,,English
Spelling and its Difficult Nature’’ https://www.researchgate.net/publication/283664530_English_Spelling_and_its_Difficult_Natur
13. Spelling from English Grammar Today https://dictionary.cambridge.org/grammar/british-grammar/writing/spelling
13. Spelling from English Grammar Today https://dictionary.cambridge.org/grammar/british-grammar/writing/spelling
კვლევის ანგარიშის რეფლექსია
კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი ლიტერატურას და
ვთანამშრომლობდი კოლეგებთან. მათი გამოცდილების გაზიარებამ, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის
შეფასებამ და მართლწერის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ
მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებასა და ჩემს პროფესიულ
ზრდასა და განვითარებას. კვლევის პროცესში და დასრულების შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო კოლეგების შეხედულებები და პროფესიული რეკომენდაციები, რადგან კოლეგიალობა და ურთიერთთანამშრომლობაზე
დამყარებული გარემო განაპირობებს საქმიანობის ხარისხსა და წარმატებას. კვლევის თემით
დაინტერესებულ მასწავლებლებს გავაცანი ნაშრომი შეხვედრაზე, რომელიც შედგა 2019 წლის
30 აპრილს. მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია
და მისი დასრულების შემდეგ ვუპასუხე კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს. კითხვები შეეხებოდა
კვლევის მეთოდებსა და ინტერვენციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. აღნიშნეს,
რომ კვლევა პრაქტიკულად ღირებულებულია პროფესიული
ზრდის თვალსაზრისით. კოლეგებმა კვლევის ზოგიერთ
კომპონენტს მისცეს მაღალი შეფასება. მაგალითად, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა კვლევის
მიზნები, ინტერვენციები და კვლევის მეთოდოლოგია. მე შევეცადე, რომ ყველა დაინტერესებული
პირი სრულად ინფორმირებული ყოფილიყო კვლევის განხილვის შესახებ. ინფორმაცია ერთი კვირის
მანძილზე გამოკრული იყო სამასწავლებლოში. ჩემთვის ძალიან ღირებული იყო მათი შეფასება
და რეკომენდაციები.
კვლევის ავტორი: ს.ს.ი.პ. ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლი: თეონა კურტანიძე.
No comments:
Post a Comment